понедельник, 18 июля 2016 г.

დღე - 9

  დღეს წარმოვადგინე ჩემი პრეზენტაცია და გავეცანი ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს. დღეს ვიყავი თეთრი და შავი ოპონენტი, პროექტის ირგვლივ, მივიღე რჩევა დარიგებები. 
  ვისწავლე როგორ მოვაქციო ინტერნეტ სივრცეში ჩემი პროექტი. პროექტების შედგენა და გამოქვეყნება დიდ როლს ითამაშებს ჩემს განვითარებაზე. ეს ხელს შეუწყობს გაკვეთილის ხარისხიანობას. შედეგით ნამდვილად ვარ კმაყოფილი.
 ვისწავლე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო სასწავლო პროექტის პორტფოლიო ეფექტურად, როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი. განვსაზღვრე ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები. 

  ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ბევრ რამეში გავერკვიე და კიდევ ვერკვევი, ვისწავლე პროექტის ჩამოყალიბება.

воскресенье, 17 июля 2016 г.

დღე - 8

 დღე დაიწყო მოცემული დავალებების განხილვით. დღევანდელი დღე ეხებოდა ფასილიტაცია-ტექნოლოგიებს. ისეთი ტექნოლოგიური ინსტრუქციაა შექმნილი, რომელიც მოსწავლეს აძლევს სწორ მიმართულებას მუშაობის დროს. მკაფიოა ინსტრუქცია, როცა მოსწავლეს შეუძლია შეინარჩუნოს სწორი მიმართულება და დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება. მოვაწესრიგე ჩემი პროექტის პორტფოლიო. 
 ასევე გავეცანი ბლოგის ტექნიკურ მხარეებს, კერძოდ: ვისწავლე თუ როგორ უნდა განვათავსო ბლოგზე ჩემი პროექტის პორტფოლიო, როგორ ჩავაშენოთ ფაილები, როგორ შევცვალო ბლოგის დიზაინი და ა.შ. მოკლედ დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.

суббота, 16 июля 2016 г.

დღე - 7

   დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ფასილიტაციის ფორმის განხილვით., მქონდა შეცდომები მივიღე სწორი მიმართულება და შევასწორე.
დავიწყე მოდული 5 განხილვა მოსწავლეთა პროექტების შეფასება. გავეცანი თუ როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების ფორმების შედგენაში. ასევე განვიხილე გარდნერისა და ბლუმის მატრიცას და მისი პრაქტიკაში გამოყენება.

пятница, 15 июля 2016 г.

დღე - 6

   დღე დაიწყო ჩემი სასწავლო პროექტის განხილვით, რის შედეგადაც მივიღ სწორი მიმართულება. დავიწყე მოდული 4 განხილვა, როგორი უნდა იყოს მოსწავლის ნაშრომი, ასევე გავაანალიზე თუ რა პრობლემა შეიძლება შეხვდეს მოსწავლეს აღნიშნული დავალების შესრულების დროს. მოსწავლის როლის მორგება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მოთხოვნამ საკმაოდ დამაფიქრა. დღევანდელ ტრენინგზე მივიღე მიმართულებები თუ როგორ დაისახოს პრობლემის გადასაჭრელი გზები, როგორ წარმოებდეს კვლევა, როგორ აიგოს დიაგრამა, რომელშიც აისახება კვლევის შედეგები.

понедельник, 11 июля 2016 г.

დღე - 5

   დღეს  დავიწყე მოდული 3 განვიხილვა კავშირები. ამ მოდულის განხილვისა ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. უფრო კარგად გავაანალიზე თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე გავიგე თუ როგორი მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა. 
ვისწავლე ელ. ფოსტის დამატებითი ფუნქციები, რაც დღემდე ჩემთვის უცნობი იყო. კერძოდ: 
  • ონლაინჩატი - არმოადგენს ონლაინ გარემოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ერთდროულად ხვდებიან და უზიარებენ შეტყობინებებს.
  • სწრაფი შეტყობინება - თქვენს საკონტაქტო პირებთან წერილობითი მესიჯების წამიერად გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას გვთავაზობს, როგორც ადგილობრივად, ისე შორ მანძილზე.
  • ონლაინ გამოკითხვა და საზოგადოებრივი აზრის კვლევა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შესაძლებლობაა, ონლაინ რეჟიმში შეკითხვების დასმით.

  • ინტერნეტ ზარები პირდაპირი, ზეპირ სიტყვიერი კომუნიკაციის შესაძლებლობა ინტერნეტ მომხმარებლებს შორის.
  •    მოკლედ, დღევანდელი დღე შრომატევადი ამსთან სახალისო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.

    დღე - 4


     დღეს გავეცანი და გავაანალიზე შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ასევე გავეცანი დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენას, გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ავღწერე შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას ვიყენებ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესის შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. ყოველივე ეს ვთვლი, რომ ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა.

    вторник, 5 июля 2016 г.

    დღე - 3

      
      ტრენინგი დავიწყე მოცემული დავალებების განხილვით, მივიღე შენიშვნები თუ რა შეცდომები მქონდა ბუკლეტის მომზადებაში და ტრენერისგან მივიღე რჩევები, რომელსაც აუცილებლა გავითვალისწინებ. 
    ვისწავლე თუ როგორ შეურჩიო პროექტს საგნობრივი სტანდარტი, ასევე კარგად გავერკვიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსში. 
    დღევანდელი დღე ჩემთვის ბევრის მომცემი და საინტერესო იყო.