დღე დაიწყო მოცემული დავალებების განხილვით. დღევანდელი დღე ეხებოდა ფასილიტაცია-ტექნოლოგიებს. ისეთი ტექნოლოგიური ინსტრუქციაა შექმნილი, რომელიც მოსწავლეს აძლევს სწორ მიმართულებას მუშაობის დროს. მკაფიოა ინსტრუქცია, როცა მოსწავლეს შეუძლია შეინარჩუნოს სწორი მიმართულება და დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება. მოვაწესრიგე ჩემი პროექტის პორტფოლიო.
ასევე გავეცანი ბლოგის ტექნიკურ მხარეებს, კერძოდ: ვისწავლე თუ როგორ უნდა განვათავსო ბლოგზე ჩემი პროექტის პორტფოლიო, როგორ ჩავაშენოთ ფაილები, როგორ შევცვალო ბლოგის დიზაინი და ა.შ. მოკლედ დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий