понедельник, 11 июля 2016 г.

დღე - 5

   დღეს  დავიწყე მოდული 3 განვიხილვა კავშირები. ამ მოდულის განხილვისა ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. უფრო კარგად გავაანალიზე თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე გავიგე თუ როგორი მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა. 
ვისწავლე ელ. ფოსტის დამატებითი ფუნქციები, რაც დღემდე ჩემთვის უცნობი იყო. კერძოდ: 
  • ონლაინჩატი - არმოადგენს ონლაინ გარემოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ერთდროულად ხვდებიან და უზიარებენ შეტყობინებებს.
  • სწრაფი შეტყობინება - თქვენს საკონტაქტო პირებთან წერილობითი მესიჯების წამიერად გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას გვთავაზობს, როგორც ადგილობრივად, ისე შორ მანძილზე.
  • ონლაინ გამოკითხვა და საზოგადოებრივი აზრის კვლევა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შესაძლებლობაა, ონლაინ რეჟიმში შეკითხვების დასმით.

  • ინტერნეტ ზარები პირდაპირი, ზეპირ სიტყვიერი კომუნიკაციის შესაძლებლობა ინტერნეტ მომხმარებლებს შორის.
  •    მოკლედ, დღევანდელი დღე შრომატევადი ამსთან სახალისო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.

    Комментариев нет:

    Отправить комментарий