დღეს წარმოვადგინე ჩემი პრეზენტაცია და გავეცანი ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს. დღეს ვიყავი თეთრი და შავი ოპონენტი, პროექტის ირგვლივ, მივიღე რჩევა დარიგებები.
ვისწავლე როგორ მოვაქციო ინტერნეტ სივრცეში ჩემი პროექტი. პროექტების შედგენა და გამოქვეყნება დიდ როლს ითამაშებს ჩემს განვითარებაზე. ეს ხელს შეუწყობს გაკვეთილის ხარისხიანობას. შედეგით ნამდვილად ვარ კმაყოფილი.
ვისწავლე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო სასწავლო პროექტის პორტფოლიო ეფექტურად, როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი. განვსაზღვრე ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები.
ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ბევრ რამეში გავერკვიე და კიდევ ვერკვევი, ვისწავლე პროექტის ჩამოყალიბება.